Loading data...
ურთიერთობების 13-წლიანი გაყინვის შემდეგ საფრანგეთი სირიაში ელჩს დანიშნავს - Associated Press

სირიის დედაქალაქში საფრანგეთის და სირიის ლიდერების შეხვედრის დროს, დამასკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ეს იყო დამასკოში ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული მეორე თავდასხმა მაშინ, როდესაც სირიის პრეზიდენტი პირველ დასავლელ ლიდერს მასპინძლობდა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი აფეთქებების დროს სასახლეში იმყოფებოდა. ელისეის სასახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაკრონი უსაფრთხოდ იყო და ალ-შარაასთან შეხვედრა გაგრძელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და სირიის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ, რითაც 13-წლიანი პაუზის შემდეგ დიპლომატიურ კავშირებს განაახლებენ.

ალ-შარაამ მაკრონთან შეხვედრას „ისტორიული მოვლენა” უწოდა.