Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთთან მოლაპარაკების პირობა დაასახელა

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს წესდების საფუძველზე, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„როდესაც რუსეთი იტყვის, რომ მზად არის მშვიდობისთვის გაეროს წესდების საფუძველზე, მაშინ დადგება მომენტი, რომ რუსეთი სამშვიდობო ძალისხმევებში ჩაერთოს და მშვიდობის მხარეს გადმოვიდეს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 15-16 ივნისს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციაში 100-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. რუსეთი არ იყო მიწვეული.