Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გრენლანდიას შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, კუნძულის მოსახლეობის ინტერესები ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია.

„გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გრენლანდიელებმა იცოდნენ - და ეს იცოდნენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით - რომ ჩვენ პატივს ვცემთ მათ სურვილებსა და ინტერესებს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის პოზიცია, რომ გრენლანდიის ბედი მხოლოდ თავად გრენლანდიამ და დანიამ უნდა განსაზღვრონ.