ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპს: არ ჩაერიოთ ევროპულ დემოკრატიაში - როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ კი არა, ამ ქვეყნის ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მისი ლიდერი
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უნდა ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში.
„როდესაც საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ კი არა, ამ ქვეყნის ხალხი წყვეტს, ვინ იქნება მისი ლიდერი... ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ის უნდა იყოს დაცული. ეჭვგარეშეა, რომ სხვა არავინ უნდა ჩაერიოს“, - ციტირებს მის სიტყვებს Politico.
მისი თქმით, ყოველთვის „ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და დღესაც ასეა, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა, სხვებთან შედარების ნაცვლად, საკუთარ თავზე უნდა ფოკუსირდეს.
„გულის სიღრმეში, მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. მაგრამ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვამაყობთ, რომ ვართ ევროკავშირი, რომ ვხედავთ ჩვენს ძალას და რომ ვუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცვლებით და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია? რა არის ჩვენი ძალა? მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავიცვათ გაერთიანებული ევროპა. ეს ჩვენი ამოცანაა. შევხედოთ საკუთარ თავს და ვიამაყოთ საკუთარი თავით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.