Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის

დანიის მიერ ორგანიზებული წინასწარ კოორდინირებული წვრთნები, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია და აუცილებელია ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, მათ შორის ნატოს მეშვეობით. დანიის მიერ ორგანიზებული წინასწარ კოორდინირებული წვრთნები, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს.

დიალოგი კვლავ აუცილებელია და ვალდებულები ვართ, გავაგრძელოთ დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაწყებული პროცესი. ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.