ურსულა ფონ დერ ლაიენი: პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება

„პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ის მტაცებელია. ბოლო 25 წელში მან ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი გაკონტროლება მხოლოდ ძლიერი შეკავების ძალით შეიძლება. ამიტომ, ჩვენ კოორდინირებულები, ზუსტები და სწრაფები უნდა ვიყოთ ჩვენი თავდაცვითი პოზიციების გაზრდაში ევროკავშირსა და კონკრეტულად ფრონტის ხაზზე მყოფ ქვეყნებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
Putin has not changed.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 31, 2025
In the last 25 years he started four wars.
He can only be kept in check through strong deterrence.
We must be precise and fast with the surge in our defence posture ↓ https://t.co/K8jFoTYIDt