Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია.

„ევროკომისია ამაყობს. პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია. და წლის ყოველ დღეს ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა გავხადოთ სივრცე, სადაც ყველას შეეძლება თავისუფლად, ღიად და ავთენტურად ცხოვრება“, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.