Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს

ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს, - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Financial Times-ს.

მისი თქმით, ამ გეგმას შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა ექნება. 

გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებში მოგზაურობისას გააკეთა.

„უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენ გვაქვს მკაფიო გზამკვლევი. თეთრ სახლში შეთანხმებას მივაღწიეთ. და ეს სამუშაო ძალიან კარგად მიმდინარეობს“,  - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ტრამპთან ვაშინგტონში შეხვედრის მონაწილეები ხუთშაბათს პარიზში შეკრებას გეგმავენ. შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

ფონ დერ ლაიენმა შეაქო ტრამპის მისი პოზიციის გამო, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ძალისხმევაში.