Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ადმინისტრაცია „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ გამო გააკრიტიკა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება, ხოლო გადასახადები „ყველაზე მაღალი“ იქნება.

„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება. ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.