Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბირთვული ენერგიის როლის შემცირება ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იყო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა ბირთვული ელექტროსადგურების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე.

„ბირთვული ენერგიის შემცირება გაცნობიერებული არჩევანი იყო. მიმაჩნია, ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იყო გზის გადაკეტვა საიმედო, ხელმისაწვდომი და დაბალემისიური ენერგიის წყაროსთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 1990-იან წლებში ევროპის ელექტროენერგიის 1/3-ს ბირთვული ელექტროსადგურები გამოიმუშავებდა, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენს.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე არსებული ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას იმპორტირებულ საწვავზე და ხაზი გაუსვა, განახლებადი და ბირთვული ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას.