Loading data...
Urals-ის მარკის რუსულ ნავთობზე ფასმა 34 დოლარამდე დაიწია

რუსეთის ძირითად საექსპორტო ნავთობზე Urals-ზე ფასმა, ერთ ბარელში 34 დოლარამდე დაიწია. ეს მას მერე მოხდა, რაც აშშ-ის მიერ რუსეთის კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

შედარებისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი იგივე დღეს ერთ ბარელში 61 დოლარს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში მისი ფასი ბევრად ნაკლებად შემცირდა, ვიდრე Urals-ის ფასი, რაც სანქციების მოქმედების შესახებ მიუთითებს.

Bloomberg-ის ცნობით, ამჟამად რუსული ნავთობის ექსპორტიორები ერთ ბარელში 40 დოლარზე ოდნავ მეტს იღებენ. ისინი ნავთობის ექსპორტს ბალტიის, შავი და იაპონიის ზღვებიდან ახორციელებენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.