Loading data...
უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულება დააზიანეს

20-21 თებერვალს, ღამით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება და ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ „ტელეგრამში“ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიმდინარეობდა ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, სუმის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით.

წინა მასირებული საჰაერო შეტევა ოდესაზე 17 თებერვალს განხორციელდა, მაშინ ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. შეტევების შემდეგ ოდესაში დენის და წყლის მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა.