1770104275
უცხოეთი
უფაში მეცხრე კლასელმა სკოლაში ტრავმატული პისტოლეტით სროლა ატეხა
რუსეთის ქალაქ უფაში ტრავმატული პისტოლეტით შეიარაღებულმა მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
თავდამსხმელი მეცხრე კლასის მოსწავლეა, თავდასხმა №16 გიმნაზიაში მოხდა. ტელეგრამ არხები წერენ, რომ მოსწავლე ტრავმატული პისტოლეტით სკოლაში მივიდა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. მანამდე კი აფეთქების ხმა გაისმა.
Ufa1.ru იუწყება, რომ თავდასხმას სამი ადამიანი დაიჭრა. ბაშკირეთის პირველი ვიცე-პრემიერმა ურალ კელსენბაევმა კი განაცხადა, რომ სკოლაზე თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.
ბაშკირეთის შს სამინისტროს ცნობით, მოსწავლე პლასტიკური ტრავმატული ავტომატით იყო შეიარაღებული და მან მასწავლებელსა და სამ კლასელს ესროლა, ასევე პეტარდა ააფეთქა. თავდამსხმელი დაკავებულია.