Loading data...
UNIAN: უკრაინის შეიარაღებული ძალები მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში ჩამოქვეითდა

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოების რეიტინგში ჩამოქვეითდა და შესაძლოა, მალე ოცეულიც დატოვოს. ამის შესახებ UNIAN შესაბამისი რეიტინგების პორტალზე Global Firepower დაყრდნობით წერს.

რეიტინგის ავტორების განმარტებით, ქვეყნები ათობით სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეფასდნენ. 

„მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ წმინდა სამხედრო ასპექტები, როგორიცაა ჯარისკაცების რაოდენობა ან აღჭურვილობა, არამედ ქვეყნის უფრო ზოგადი მახასიათებლები, მაგალითად, მოსახლეობის რაოდენობა, გეოგრაფიული მახასიათებლები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების (კერძოდ, ნავთობის) ფლობა“, - წერს UNIAN.

ამასთან, რეიტინგის ავტორები უკრაინის ძლიერ მხარედ ასახელებენ ჯარისკაცთა საკმაოდ დიდ რაოდენობას და მობილიზებული რეზერვების ოდენობას, ასევე, ჯარის სახმელეთო და საავიაციო აღჭურვილობასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ხოლო უმთავრეს ნაკლოვანებებს შორის დასახელებულია საზღვაო ფლოტის ფაქტობრივი არარსებობა, საზღვრების შეზღუდული განფენილობა და საკუთარი ნავთობის საბადოების არარსებობა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუ შარშან უკრაინა უძლიერესი სახელმწიფოების სიაში მე-18 პოზიციაზე იყო, წელს უკვე მე-20 ადგილზე ჩამოქვეითდა. 

თუ შარშან უკრაინა უძლიერესი სახელმწიფოების სიაში მე-18 ადგილზე იყო, წელს უკვე მე-20-მდე დაეცა. რეიტინგში ჩვენს გვერდით არიან ავსტრალია (18 ადგილი), ეგვიპტე (19), პოლონეთი (21) და ტაივანი (22). საინტერესოა, რომ უკრაინას გაუსწრეს ესპანეთი, ბრაზილია და იტალიაც.

სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოების რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:

  • აშშ
  • რუსეთი
  • ჩინეთი
  • ინდოეთი 
  • სამხრეთ კორეა
  • გაერთიანებული სამეფო
  • საფრანგეთი
  • იაპონია
  • თურქეთი
  • იტალია