1750088175
უცხოეთი
უნგრეთში დააკავეს კაცი, რომელიც ვიქტორ ორბანს თავის მოკვეთით დაემუქრა

უნგრეთის ქალაქ ტოლნას სასამართლომ 44 წლის კაცს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოკვლით დაემუქრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ 24.hu იტყობინება.
დაკავებული კაცი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ხმლით თავის მოკვეთით დაემუქრა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და დანაშაულის შესაძლო ჩადენის რისკის გათვალისწინებით, კაცის დაკავება გადაწყვიტა.
დაკავების დროს კაცის ბინიდან ამოიღეს „ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის შესაბამისი იარაღი“.
44 წლის კაცს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მომზადებაში, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.