უნგრეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით „მშვიდობის მისიას“ წყვეტს, თუმცა ევროკავშირს ამის არ სჯერა - El Pais
უნგრეთმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით „მშვიდობის მისია“ უკვე შეწყვიტა.
როგორც El Pais-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, შესაბამისი ნოტა ევროკავშირის ქვეყნებს უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ გაუგზავნა.
„დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ ეს სიმართლეა და მიიჩნევენ, რომ ორბანს, დიდ პროვოკატორს, შეუძლია ამ მანევრის „გაცოცხლება“, როცა ეს მისთვის მომგებიანი იქნება“, - წერენ ჟურნალისტები.
აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტმა, როდესაც უნგრეთი ევროპულ საბჭოს თავმჯდომარეობს, გააღიზიანა დედაქალაქების უმრავლესობა და გამოიწვია უნგრეთის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის შეხვედრების ბოიკოტი.
გარდა ამისა, ევროკავშირი შეშფოთებულია ბუდაპეშტის გადაწყვეტილებით, რომელიც ნებას რთავს რუსებსა და ბელარუსებს, ქვეყანაში შემოწმების გარეშე შევიდნენ.
„ეს მოსკოვთან დაახლოების კიდევ ერთი ნიშანია“, - აღნიშნავს ევროკავშირის მაღალი რანგის წყარო.