Loading data...
უნგრეთმა განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერის დაკავების ორდერის შესაძლო გაცემას უგულებელყოფს

უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დააკავებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თავის ტერიტორიაზე, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი დაკავების ორდერს გამოსცემს.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გერგ გუიაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერს European Pravda

უნგრეთმა რომის სტატუტს - საერთაშორისო ხელშეკრულებას - ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დააარსა, თუმცა გუიაშმა განმარტა, რომ ქვეყანას არ აქვს სრული დებულებები სასამართლოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.

პროკურორის თქმით, ორდერების გაცემას სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო ითხოვს.