Loading data...
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებამ, რომელშიც ის აკრიტიკებდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვის შესახებ, პოლონეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დავა გამოიწვია.

პოლონეთის მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ორბანის პოსტი გააზიარა და აღნიშნა, რომ „ვიქტორმა ლენინის ორდენი დაიმსახურა“.

სიკორსკის კომენტარს უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო გამოეხმაურა.

„ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ!!!“ - განაცხადა მან.

საპასუხოდ, სიკორსკიმ დაწერა: „თუ რუსეთი კვლავ არ შემოიჭრება, ასეთი ომი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამჯერად თქვენ მის მხარეს იქნებით“.

ცნობისთვის, ორბანმა დაწერა: „უნგრეთის გვერდის ავლით და დღისით ევროპული კანონმდებლობის დარღვევით, ბრიუსელი ნაბიჯებს დგამს რუსული გაყინული აქტივების ჩამორთმევისთვის - რაც ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამასობაში, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ბრიუსელის ამ უცნაურ სქემაში“.