უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა დაგვარწმუნა, რომ თუ „მშვიდობის სამიტი“ ჩატარდება, ის ბუდაპეშტში გაიმართება
მოსკოვში რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ, უგრნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ რუსეთი ბუდაპეშტს პოტენციური „მშვიდობის სამიტის“ ადგილად მიიჩნევს.
სიიარტოს თქმით, კრემლში გამართული მოლაპარაკებების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა და მშვიდობა უნგრეთის ინტერესებშია“.
„უნგრეთმა უკვე გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი ამ ომისთვის, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, ამიტომ გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს პუტინმა დაგვარწმუნა, რომ თუ „მშვიდობის სამიტი“ გაიმართება, ის უეჭველად ბუდაპეშტში გაიმართება“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, პუტინმა „დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საკონტრაქტო ვალდებულებებს ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეთანხმებული მოცულობით მიწოდების კუთხით“.