Loading data...
უნგრეთის პრემიერი მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთში უკრაინის საჭიროებებისთვის ნავთობის საცავის მშენებლობას არ დაუშვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს უნგრეთში უკრაინის საჭიროებებისთვის ნავთობის საცავის მშენებლობას. ამის შესახებ უკრაინული მედია Nepszava-ზე დაყრდნობით წერს. 

„ნაფტოგაზ ჯგუფმა“ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უნგრულ კომპანია MOL-თან მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უნგრეთში, უკრაინა-უნგრეთის საზღვართან ახლოს, უკრაინისთვის ნავთობპროდუქტების საცავის აშენება იგეგმება.   

აღნიშნული საკითხი 21 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მონაწილეობით განიხილეს.

„სანამ უნგრეთში „ტისას“ მთავრობაა ხელისუფლებაში, ქვეყანაში უკრაინული ნავთობის საცავი არ იარსებებს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა. 

მადიარის განცხადებით, MOL-მა ჯერ კიდევ ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს დაიწყო „ნაფტოგაზთან“ მოლაპარაკება, თუმცა, ამჟამინდელი მთავრობა მიუღებლად მიიჩნევს, რომ კომპანიამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები ამჟამინდელი მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოა.