1781591213
უცხოეთი
უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ორი ვადით შეზღუდა
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ორი ვადით შეიზღუდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცვლილებებს 134-მა დეპუტატმა დაიჭირა მხარი, ხოლო 50-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ეს გადაწყვეტილება უნგრეთის ყველა პრემიერ-მინისტრს ეხება, ვინც ამ თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. შესაბამისად, უნგრეთის წინა პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამ თანამდებობაზე ვეღარ დაბრუნდება, რადგანაც მას 5 ვადის განმავლობაში იკავებდა.
პრემიერის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვა კონსტიტუციის მიხედვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, ასე ერთ ხელში ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია არ მოხდება.