Loading data...
უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

უნგრეთის ნაციონალურმა კრებამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით ქვეყანა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ასევე უნგრეთის პარლამენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის წინააღმდეგია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 142-მა დეპუტატმა, ხოლო 28-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბოლო დროს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ესკალაციის და ომში ევროპის ჩართვის საფრთხეს ზრდის. ამ პირობებში ევროკავშირში უკრაინის მიღება მთელ ბლოკს კონფლიქტის მონაწილედ გახდიდა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას 193,3 მლრდ ევრო გამოუყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ის თანხა, რაც უნგრეთმა 2004 წლიდან მიიღო.

უნგრეთის მედიის ცნობით, ამჟამად ევროკავშირი უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის გარეშე უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთანავე ევროკომისია ამ ქვეყნებისთვის რეგიონალურ სუბსიდირებას და აგრარული სექტორის მხარდაჭერის თანხებს ამცირებს.