უნგრეთის მთავრობა: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ღია საფრთხედ მივიჩნევთ
უნგრეთის მთავრობა ღია საფრთხედ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, - აცხადებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი.
როგორც კოვაჩმა აღნიშნა, ზელენსკის მუქარა და შანტაჟი ნებისმიერ მისაღებ ნორმას გასცდა.
„როდესაც ვინმე იმით იმუქრება, რომ მისამართს უკრაინელ სამხედროებს გადასცემს მხოლოდ იმიტომ, რომ ის {ვიქტორ ორბანი} არ უჭერს მხარს 90 მილიარდი ევროს ღირებულების მორიგ პაკეტს, ეს დიპლომატია კი არა, ღია მუქარაა. ეს აღმაშფოთებელია“, - აცხადებს კოვაჩი.
❗️These threats and blackmail from @ZelenskyyUa have gone far beyond every acceptable limit.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) March 5, 2026
🛑When someone threatens to give a person’s address to Ukrainian soldiers simply because they do not support another €90 billion weapons package, that is not diplomacy, it is an open… pic.twitter.com/j3e2OhyN5W
„ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.