Loading data...
უმეროვი: უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ დღის ბოლომდე მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო - რეალური პროგრესი იქნა მიღწეული , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

უმეროვი იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო, მიღწეული იქნა რეალური პროგრესი. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ამჟამად მედიაში ბევრი ხმაური და ანონიმური სპეკულაციაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს“, - განაცხადა უმეროვმა.

უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაცია, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზის პოვნაში.

„უკრაინის გუნდი უზომოდ მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი დებენ“, - წერს რუსტემ უმეროვი.