ულფ კრისტერსონი: შვედეთი გრენლანდიასა და დანიასთან დაკავშირებით აშშ-ის რიტორიკის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ის ძალიან კრიტიკულად უყურებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „მუქარის შემცველ რიტორიკას“. ამის შესახებ მან შვედეთის ჩრდილოეთით გამართულ ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში იყო.
„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვართ განწყობილნი იმის მიმართ, რასაც შეერთებული შტატები ამჟამად აკეთებს და გააკეთა ვენესუელაში და, ალბათ, კიდევ უფრო კრიტიკულად ვართ განწყობილნი გრენლანდიისა და დანიის წინააღმდეგ გამოთქმული რიტორიკის მიმართ“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
კრისტერსონი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-მა „მადლობა უნდა გადაუხადოს დანიას, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან ერთგული მოკავშირე იყო“.