უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე საჰაერო იერიში განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
7-8 ივლისს, ღამით, ვორონეჟის ოლქის საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებების ხმები გაიგო. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე გუსევის თქმით, საერთო ჯამში 12 უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩამოგდებული. მისივე ცნობით, შეტევის დროს არავინ დაშავებულა.
ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე სუ-34, სუ-35, სუ-30 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და სხვა ტიპის საავიაციო ტექნიკაა ბაზირებული. ის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო ცენტრია. იქ მოიერიშე თვითმფრინავების და ბომბდამშენების პილოტები ემზადებიან.
ასევე იერიშები ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაზე განხორციელდა, რის შედეგად „ტატნეფტის“ სტრუქტურის რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. შეტევები ასევე განხორციელდა უფაში მდებარე ნავთობის ქარხანაზე და სარატოვის ნავთობგადასამუშვებელ ქარხანაზე.