Loading data...
უკრაინულმა ძალებმა ტამბოვზე დრონებით საჰაერო იერიში განახორციელეს

ტამბოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ევგენი პერვიშოვმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ დარტყმა სადისპეტჩერო სადგურზე, „ნიკოლსკოე 1“-ზე განხორციელდა. ეს სადგური მაგისტრალური ნავთობსადენის, „დრუჟბას“  ნაწილია, რომლითაც ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ნავთობის მიწოდება ხდება. სადგური დღე-ღამეში 300 ათას ტონა ნავთობს ატარებს.

„ნიკოლსკოე 1“-ზე დრონებით იერიში პირველად არ განხორციელდა, 2025 წლის 18 აგვისტოს საჰაერო შეტევის შემდეგ „დრუჟბით“ ნავთობის ტრანსპორტირება დროებით შეწყდა.

ევგენი პერვიშოვის ინფორმაციით, ტამბოვის ოლქის თავზე 4 უკრაინული დრონი იყო განადგურებული.