Loading data...
უკრაინულმა ძალებმა რუსეთში „ისკანდერების“ მწარმოებელ ქარხანაზე საჰაერო იერიში განახორციელეს

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში სამხედრო ობიექტზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ობიექტზე შეტევა ადგილობრივმა გუბერნატორმა, ალექსანდრე ბრეჩალოვმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, შეტევის შედეგად ობიექტი დაზიანდა და არიან დაშავებულები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, სერგეი ბაგინის ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი.

გამოცემა Astra-ს ცნობით, შეტევის დროს დაზიანდა ქალაქ ვოტკინსკში მდებარე ქარხანა, სადაც „ისკანდერის“, “ტოპოლის“ და “ორეშნიკის“ ტიპის რაკეტების წარმოება ხდება. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, იერიშის დროს საწარმოს ორი საამქრო დაზიანდა. ეს ქარხანა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება.

უკრაინული ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ „ვოტკინსკის ქარხანაზე“ იერიში „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არც რუსულ, არც უკრაინულ მხარეს არ დაუდასტურებია.

უდმურტეთის რესპუბლიკა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1.5 ათას კილომეტრში მდებარეობს.