Loading data...
უკრაინულმა ძალებმა პოკროვსკის მახლობლად კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში უდაჩნოეს დასახლება გაათავისუფლეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. 

„თავდაცვის ძალებმა სოფელში უკრაინის დროშა აღმართეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უკრაინულმა ძალებმა ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სოფლის თავზე დროშის აღმართვის კადრები, ასევე კადრები, სადაც ნაჩვენებია რუსული პოზიციის ყუმბარმტყორცნით განადგურება.

ინფორმაციისთვის, უდაჩნოეს დასახლება პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთით, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს.