1733482527
უცხოეთი
უკრაინულმა ძალებმა ფრონტზე ჩრდილოეთ კორეის პირველი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები გაანადგურეს - Forbes
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სისტემები გახდა. ამის შესახებ ცნობას Forbes-ის სამხედრო ანალიტიკოსი დევიდ ექსი ავრცელებს.
მისი თქმით, Bulsae-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები ხარკოვის რეგიონში გაანადგურეს.
„სავარაუდოდ, დამწვარია რვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც Bulsae-4-ს გადაჰქონდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, ეს პირველი დადასტურებული იერიშია ჩრდილოეთ კორეის მიერ ფრონტის ხაზზე განთავსებულ სამხედრო აღჭურვილობაზე.
უცნობია, რა რაოდენობის Bulsae-4 გაგზავნა ოფიციალურმა ფხენიანმა ფრონტის ხაზზე. გავრცელებული ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ასევე არის ჩრდილოეთ კორეის M1989-ის ტიპის ჰაუბიცები და M1991-ის ტიპის რაკეტების გამშვები