Loading data...
უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტები მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროდან განდევნეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქის სოფელ ნოვომლინსკის სიახლოვეს, მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე არსებული პლაცდარმიდან განდევნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური შტაბი ავრცელებს

„ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რეგიონში მტერი ცდილობდა მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე პლაცდარმის ხელში ჩაგდებას და დაკავებას. ძალის მხრივ უპირატესობის მქონე მტერმა, წყლის ბარიერის გადალახვაც შეძლო“, - ნათქვამია ინფორმაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, მათმა სამხედროებმა არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით, აღნიშნული სივრციდან მტრის განდევნა შეძლეს. 

უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციაში ჩართული იყვნენ მე-10 ცალკეული სამთო თავდასხმითი ბრიგადა „ედელვაისის“ ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებმაც ნოვომლინსკის მიმდებარე ტერიტორია ოკუპანტებისგან გაასუფთავეს. 

გენშტაბი აღნიშნულის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.