1770926455
უცხოეთი
უკრაინულმა ძალებმა ქალაქ უხტაში რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს
უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ უხტაში საზღვრიდან 1750 კილომეტრზე მდებარე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, „ქარხანა ჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში“.
მიყენებული ზარალის მასშტაბები ზუსტდება.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებმა უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.