Loading data...
უკრაინულმა ძალებმა დრონებით პენზას, რიაზანსა და სამარას შეუტიეს, დაღუპულია სამი ადამიანი

1-2 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის 8 რეგიონს შეუტიეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთში საერთო ჯამში 112 უკრაინული დრონი იყო განადგურებული.

2 აგვისტოს, დილით, უკრაინულმა დრონებმა საჰაერო იერიში პენზის ერთ-ერთ საწარმოზე განახორციელეს. პენზის გუბერნატორის, ოლეგ მელნიკოვის თქმით, დაიღუპა ერთი ქალი, ხოლო ორი ადამიანი დაიჭრა.

როსტოვის ოლქის კრასნოსულინსკის რაიონში დრონების იერიშს ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი მოჰყვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ასევე, ერთი ადამიანი სამარის ოლქში დაიღუპა, სადაც ასევე, დრონებით იერიში განხორციელდა. სამარაში ინტერნეტი გათიშეს, ასევე, შეწყდა „კურუმჩის“ აეროპორტის მუშაობა.

რიაზანში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ასევე, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დრონებით შეტევა ვორონეჟის ოლქზეც მოხდა, სადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა.