Loading data...
უკრაინულმა დრონმა რუსული სტრატეგიული პორტი გააჩერა - Moscow Times

უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ ასტრახანის პორტმა „ოლიამ“ მუშაობა შეაჩერა. პორტი უკვე 1 კვირაა პარალიზებულია, - ამის შესახებ Moscow Times-ი Telegram არხის „ВЧК-ОГПУ“-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

როგორც წყაროები ამბობენ, თავდასხმის შემდეგ კასპიის ზღვაზე პორტის მუშაობა შეჩერდა, რადგან დაზიანდა როგორც პორტის ინფრასტრუქტურა, ასევე საბაჟო.

„გარდა იმისა, რომ გემზე თავდასხმა მოხდა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა საზღვაო საბაჟო და პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, ირანიდან და თურქეთიდან ობიექტზე არანაირი ლოგისტიკური ოპერაცია არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, პორტზე თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებით განხორციელდა.