Loading data...
უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში განახორციელეს

უკრაინულმა დრონებმა 10-11 თებერვალს, ღამით, რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა კომპანია „ლუკოილის“ ქარხანა „ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“. ეს რეგიონის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, სადაც ყოველწლიურად 15 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავება ხდება. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის და საავიაციო საწვავს, ასევე მაზუთს, ბიტუმს და სხვა ნავთობპროდუქტებს.

ამ ქარხანაზე უკრაინული დრონების იერიში პირველად არ მომხდარა. პირველად მასზე იერიში 2024 წლის თებერვალში განხორციელდა.