უკრაინულმა დრონებმა უფაში „ბაშნეფტის“ ნავთობის ქარხანაზე იერიში განახორციელეს
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ქალაქ უფაში, „ბაშნეფტ-უფანაფტეხიმის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების გამო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ყველა სამსახური ადგილზეა, შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და არ დაშავებულა“, - დაწერა ბაშკორტოსტანის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა.
„ბაშნეფტ-უფანაფტეხიმის“ და მის გვერდით მდებარე კიდევ ორი ქარხანა უფის ნავთობგადასამუშავებელ კომპლექსს წარმოადგენენ, რომლის სიმძლავრე წელიწადში 23,5 მლნ ტონას შეადგენს.
უკრაინული დრონებით იერიშები დონეცკის და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე განხორციელდა, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ. ამის გამო ქალაქი ბერდიანსკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.