Loading data...
უკრაინულმა დრონებმა სარატოვში ნავთობის ქარხანა ააფეთქეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ სარატოვში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ააფეთქეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე აფეთქების შესახებ წერს. რუსული მედიის ცნობით, უპილოტო აპარატები ნავთობის ქარხნის ერთ-ერთ დანადგარს მოხვდა, ასევე ცეცხლი გაუჩნდა მაზუთის რეზერვუარებს.

სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ სტრუქტურაში შედის.