1795853018
უცხოეთი
უკრაინულმა დრონებმა სამარის მახლობლად მდებარე ნავთობის სადგურზე საჰაერო იერიში განახორციელეს
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში განახორციელეს რუსეთის ქალაქ სამარის მახლობლად მდებარე ნავთობის სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“. შეტევის შემდეგ ნავთობის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
სადგური რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ნავთობს იღებს და მას ერთმანეთში ურევს. ასე Urals-ის ტიპის ნავთობის ბრენდის ფორმირება ხდება. აქ ნავთობის 71 რეზერვუარი მდებარეობს.
ამ ობიექტზე შეტევა პირველად არ განხორციელებულა. ოქტომბერში აქ ასევე შეტევის შემდეგ ასევე ხანძარი გაჩნდა.