1772716995
უცხოეთი
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, ქალაქ სარატოვში სამიზნეებს შეუტიეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, ქალაქ სარატოვში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა“, - იტყობინება Telegram-ის საინფორმაციო არხი „Saratov Online“.
შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა სამიზნეებზე მიიტანა იერიში უკრაინულმა მხარემ.
„როსავიაციამ“ სარატოვის, ასევე პენზას, ვოლგოგრადის, ულიანოვსკისა და სამარას აეროპორტების მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა
პენზას გარდა, ყველა ეს ქალაქი მდინარე ვოლგაზე მდებარეობს.