Loading data...
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო იერიში განახორციელეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე - სოჭზე, ვორონეჟზე, ულიანოვსკსა და პერმზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

დარტყმები ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე და „ალმაზ ანტეიში“ შემავალ საწარმოზე განხორციელდა. აფეთქებების ხმები ისმოდა სოჭში. გამოცემა OSINT იუწყება, რომ იერიში როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანაზე განხორციელდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, იერიშები ქარხანა „ისკრაზე“ განხორციელდა, რომელიც რადიოელექტრონული აპარატურის კომპონენტებს აწარმოებს.