Loading data...
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კალუგის ოლქში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კალუგის ოლქში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე ავიაიერიში მიიტანეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმები „პირველი ქარხნის“ რაიონში ისმოდა.

„დაახლოებით ღამის პირველ საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქებას გაისმა ძერჟინსკის რაიონში. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მანამდე რამდენიმე დრონის ფრენის ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქარხნის ტერიტორიიდან მისი პერსონალის ევაკუაცია მოხდა“, - წერენ ტელეგრამ-არხები Shot და Astra.

9 მაისს უპილოტო აპარატმა ბაშკორტოსთანის რესპუბლიკაში ნავთობქიმიურ საწარმოზე მიიტანეს იერიში. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

2024 წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე იერიშები გაააქტიურა.