Loading data...
უკრაინულმა დრონებმა როსტოვის ოლქში ნავთობის ბაზას დრონებით შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ტელეგრამ არხ „ასტრაზე“ დაყრდნობით იტყობინება. 

„როსტოვის ოლქში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობის ბაზას შეუტიეს. იერიშამდე კი ნავთობის ბაზის თავზე ორი დრონი დაფრინავდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მატვეევ-კურგანის ნავთობის ბაზა სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს საწვავით ამარაგებს.

„საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას როსტოვის ოლქში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობის ფასადები და სახურავები, ასევე ხუთი ავტომობილი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აღნიშნა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა.