Loading data...
უკრაინულმა დრონებმა პორტ „კავკაზზე“ და კრასნოდარის ნავთობის ქარხანაზე იერიშები განახორციელეს

უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პორტ „კავკაზზე“ და კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, უპილოტო აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად „კავკაზის“ პორტში ტექნიკური გემი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი. დრონებით იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

რას შეეხება კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, იქ დრონის ჩამოვარდნის შედეგად ტექნიკურ დანადგარებს ცეცხლი გაუჩნდათ.