1779259760
უცხოეთი
უკრაინულმა დრონებმა ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობის ქარხანაზე იერიში განახორციელეს
უკრაინულმა დრონებმა 19-20 მაისს, ღამით, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში განახორციელეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ჩანს დრონები, რომლებიც საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს დაფრინავენ. იერიში ქარხანაზე „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზზე“ განხორციელდა. იერიშის შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ფოტოების ანალიზის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ნავთობის ქარხანაში ნედლეულის პირველადი გადამუშავების დანადგარს გაუჩნდა ხანძარი.
დრონების საფრთხის გამო ნიჟნი ნოვგოროდის კსტოვის რაიონში მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადაიყვანეს.