Loading data...
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქზე იერიში განახორციელეს, არიან დაშავებულები

19-20 ივნისს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქზე იერიში განახორციელეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საერთო ჯამში მოსკოვის მიმართულებით 400 დრონი იყო გაშვებული. მათი უმეტესობა განეიტრალებული იყო. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ოდინცოვოში ავტომობილი და კერძო სახლი დაზიანდა. პოდოლსკში რამდენიმე ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დასახლება მალოე ტოლბინოში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

პოდოლსკში იერიშის შედეგად ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. დომოდედოვოში უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან სახლს მოხვდა.

სოფელ კოლედინოს მოსახლეობამ დაწერა, რომ Wildberries-ის ერთ-ერთ ლოგისტიკურ ცენტზე იერიში განხორციელდა. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ საწყობი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

დომოდედოვოში ერთი ადამიანი კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.