Loading data...
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე და ადიღეზე იერიშები მიიტანეს

რუსეთის კრასნოდარი მხარეზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად 13 კერძო სახლი იყო დაზიანებული. არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, კუშევსკაიას დასახლებაში ორი საცხოვრებელი სახლი და გაზის მილი დაზიანდა. კრასნოდარის შემოგარენში 13 სახლში მინები ჩაიმსხვრა.

ადიღეში იერიში მაიკოპის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აეროდრომის მხრიდან აფეთქებების ხმები ისმოდა. მიადგა თუ არა აეროდრომს ზიანი, ამ დროისთვის უცნობია.