Loading data...
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობის დიდი კვანძი დააზიანეს

11-12 მარტს, ღამით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობსაქაჩ სადგურზე, „ტიხორეცკზე“ იერიში განახორციელეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

შეტევის შემდეგ ნავთობის სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საწვავის რეზერვუარებს გაუჩნდა.

ტიხორეცკის ნავთობის კვანძი სამხრეთ რუსეთში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის ობიექტია. ის ნოვოროსიისკის პორტში რუსული ნავთობის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი კვანძია.

ამავე ობიექტზე უკრაინულმა ძალებმა საჰაერო იერიში მარტის დასაწყისშიც განახორციელეს. უკრაინული მხარე ამას „რუსეთის ლოგისტიკაზე მნიშვნელოვან დარტყმას“ უწოდებს.