Loading data...
უკრაინულმა დრონებმა ადიღეს რესპუბლიკაში, მახაჩყალაში და ნევინნომისკში Ozon-ის საწყობებზე იერიშები განახორციელეს

ადიღეს რესპუბლიკაში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამავე კომპანიის საწყობზე საჰაერო იერიში სტავროპოლის მხარის დასახლება ნევინნომისკშიც განხორციელდა. სტავროპოლის მოსახლეობის ცნობით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.

უკრაინული დრონებით იერიში დაღესტნის მთავარ ქალაქ, მახაჩყალაში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზეც განხორციელდა. იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

კრასნოდარის მხარეში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და კიდევ 9 ადამიანი დაშავდა. კრასნოდარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ევგენი ნაუმოვის ცნობით, დრონის ნამსხვრევებმა ბავშვთა კერძო ცენტრი დააზიანა.