Loading data...
უკრაინული მონიტორინგის პროექტი DeepState: რუსებმა დონეცკის რეგიონში სამი სოფელი დაიკავეს და მირნოგრადის მახლობლად წინ მიიწევენ

უკრაინული მონიტორინგის პროექტის DeepState-ის ინფორმაციით,  რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის რაიონში სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. 

მათივე ცნობით, რუსებმა სოფელი პაზენო, ასევე ზვანოვოს სასოფლო თემის სოფლები პერეეზდნოე და კუზმინოვკა დაიკავეს. 

როგორც DeepState აღნიშნავს, რუსებმა წინ წაიწიეს სოფელ ანდრეევკას მახლობლადაც და პოკროვსკის რაიონის ქალაქ მირნოგრადის მიდამოებში.