Loading data...
უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოდესაზე რუსული ძალების სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. 

როგორც ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი იტყობინება, რუსების იერიშის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

„ასევე ადამიანი დაშავდა. მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა ლისაკმა.

ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.